25.06.2020

,,მოუსვენარ მუზასთან ძალიან ვმეგობრობ’’...

          

    ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ლევან ჭითანავაზე (ლევან ხეთელი), რომლის ლექსებსაც ინტერნეტში წავაწყდი და მოვისმინე.   მისი ლექსების უმეტესობა მეგრულ ენაზეა  და  ძირითადად  სამშობლოს, სამეგრელოს, სარწმუნოებას და ტრადიციებს ეძღვნება. ათასობით ნახვა, ბევრი გაზიარება და კომენტარი აქვს  მის მიერ შესრულებულ ლექსებს. როგორც გავიგე ის ასამდე ლექსის ავტორია. მომინდა ამ ახალგაზრდა პოეტისთვის ცოტა რამ მეკითხა და თქვენთვისაც გამეზიარებია.   ლევანი ამჟამად ხეთის ბიბლიოთეკის თანამშრომელია, ძალიან არის შეყვარებული  სამეგრელოზე და  მშობლიურ ხეთაზე

 

 

-         გაგვეცანით  ლევან...

    ლევან ჭითანავა (ლევან ხეთელი) დავიბადე 1986 წლის 19 აგვისტოს ქალაქ ხობში, ვცხოვრობ ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, აქვე დავამთავრე ხეთის პირველი საჯარო სკოლა. მყავს მეუღლე - ლიკა ჯობავა და ორი შვილი მართა და გოგა ჭითანავები.  მშობლები:  მამა  - ტარიელ ჭითანავა და  დედა -  ნანა ბუკია-ჭითანავა.

    ...ხოლო ჩემთვის ძალიან მძიმე და მტკივნეულ თემას თუ შევეხებით მყავდა ძმა გოგა ჭითანავა,  2008 წლის აგვისტომს ომის გმირი ბიჭიი... 21 წლისამ ყველაზე ძვირფასი რამ, სიცოცხლე  დათმო  სამშობლოსთვის. ის ჩემი სტიმული, ჩემი სიძლიერე  და  ჩემი სიამაყეა.

 

-        როდის დაიწყეთ ლექსების წერა?

     ბავშვობაში. ჩემი პირველი ლექსები ბავშვური და გაუმართავი იყო მაგრამ გულწრფელი, შემდეგ ნელ–ნელა დაიხვეწა. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე მაქვს ასეთი გრძნობა,  უცებ ავიკვიატებ ერთ ფრაზას და მერე ამ ფრაზას მოყვება თავისით გაგრძელება, რაც  საერთო ჯამში ლექსად იქცევა
    ძალიან მსიამოვნებს ლექსის წერის პროცესი,  მოუსვენარ მუზასთან ძალიან ვმეგობრობ.
 

-       რამ გიბიძგათ პოეზიისკენ ასე ახალგაზრდა ასაკში?

     პოეზიასთან ჩემი აზრით ასაკი არაფერ შუაშიაა, უბრალოდ სათქმელს ლექსად ვამბობ. გამომდის თუ არა ამას ხალხი აფასებს.
ბავშობიდან ვწერ და ასაკს არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია ჩემთვის.

 

 

-          რაზე ან ვისზე დაწერეთ პირველი ლექსი?

   რათქმაუნდა სიყვარულზე,  როგორც ხდება ხოლმე,
თუმცა მალევე შევიცვალე აზრი,
რადგან სხვა თემაზე წერა უფრო კარგად და დახვეწილად ,,გამოიყურებოდა’’.

 

-       ლექსის წერის მოტივაციას რა გაძლევთ?

 

    ლექსის წერას მოტივაცია არ ჭირდება უბრალოდ ცოტას უნდა  ,,აფრენდე’’  (იცინის)

 

-        რატომ აირჩიე ფსევდონიმად    ,,ხეთელი"?

    ფსევდონიმად ,,ხეთელი’’ იმიტო ავირჩიე, რომ სულით ხორცამდე ხეთელი ვარ,
ვამაყობ ჩემი სოფლით,
აქ დავიბადე,  აქ გავიზარდე და აქ დავსრულდები.

    ზოგადად ვცდილობ, რომ ყველა ლექსში, ჩემს ოდაბადეს მოვეფერო. რაც ხეთას ეხება ყველაფერი ძვირფასია ჩემთვის. ვცდილობ გადმოგცეთ, თუ რა ბედნიერებაა ყოველი დილა და ყოველი საღამო იქ, სადაც დაიბადე და გაიზარდე.

 

-     თქვენი აზრით რომელია თქვენი საუკეთესო ლექსი და რით გამოარჩევდით მას სხვა ლექსებისგან?

  ხეთარობას მუ უჯგუ
  მუ უჯგუ თაქი რინას,
  ჟიშე გვალა მუნმორენ დო
  გუთმომთანდუ ირდღას.

     ეს ლექსია ჩემთვის ყველაზე საუკეთესო, რადგან
ისევ და ისევ, ჩემს ოდაბადეს ეხება და მთელი ჩემი არსებით და მოწიწებით დავწერე... ამიტომ გამორჩეულად მიყვარს.

 

-          მოგვიყევით ერთი საინტერესო შემთხვევა თქვენი ცხოვრებიდან...

     ზოგადად, არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი ესე საჯაროდ, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან თავიდან ბოლომდე საინტერესოაა ჩემი ცხოვრება, თავისი თავგადასავლებით. ირონიაც მიგრძვნია დადებითიი ემოციაც, მაგრამ მე მაინც ვაგრძელებ ლექსის წერას.


    სამეგრელო და მეგრელობა ჩემი სიამაყეა და შესაბამისად მეგრულად ვწერ. სიგარეტის კოლოფზე და ასანთის კოლოფზე უფრო მეტი ლექსი მაქვს დაწერილი ვიდრე სუფთა რცელზე, რადგან სადაც დამეწევა მუზა იქ ,,ვჯღაბნი’’. (იცინის)

 

-      თქვენი აზრით როგორია კარგი პოეტი?

     სიკარგეშიი რა არი ნაგულისხმევი... გემოვნებაზეა  სიკარგე...  შეიძლება პოეტმა,  ურითმო ლექსი, ისე კარგად წაიკითხოს, ასიამოვნოს მსმენელი. ჩემი აზრით ლექსი, მარტო რითმი და შინაარსი არ არის,  მას სიღმისეულად უნდა ჩაწვდე. იგივე უნდა განიცადო,რასაც  ამა თუ იმ ლექსის წერის დროს,  განიცდიდა პოეტი.
ჩემზე პოეტი ხმამაღალი ნათქვამია. მე ჩემთავს არ ვთვლი პოეტად, რადგან ,,იქამდე ჯერ კიდევ შორია.

 

-      ფიქრობთ თუ არა თქვენი ლექსების კრებულის გამოცემაზე?

    რათქმაუნდა. მსურს ჩემი ლექსების კრებული გამოვცე,  თუმცა ჯერჯერობით ამის საშალება არ მაქვს. იმედია გამოჩნდება ადამიანი, ვისაც ამ კარგ საქმეში დახმარების სურვილი გაუჩნდება.

 

-       დაახასიათეთ თქვენი თავი

      საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,  ღვთის მოშიში. ოჯახის  და ქვეყნის სიყვარულთან ერთად, უძლიერესი მეგობრობა შემიძლია.

 

     -   ჰობი და ცხოვრების დევიზი...

    ჰობად, სპორტიდან წასვლის შემდეგ მექცა, თორე ფეხბურთით ვცხოვრობდი. დღესაც ვთამაშობ, მოყვარულის დონეზე ვღებულობ მონაწილეობას ამა თუ იმ ტურნირზე.

   დევიზს რაც შეეხება  ჩემი დევიზია ,,იფრელ ჯგირო იი  (ყველაფერი კარგად იქნება).

 

-      როგორი დამოკიდებულება გაქვთ კრიტიკასთან?

       ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია. დროდადრო ყველას გვჭირდება ჯანსაღი კრიტიკა ანუ რჩევები, რომლებიც გვეხმარება, პიროვნულადაც გავუმჯობესდეთ და პროფესიულადაც. მთავარია  -  არ უნდა შეჩერდე. 

 

     -  რას იტყვით თანამედროვე პოეტებზე?

     თანამედროვე პოეტებზე საუბარი არ მომწყინდება, რადგან უნიჭიერესი თააობაა. ძველი თაობა კარგია, უნდა გვახსოვდეს,  მაგრამ ახალიც დასაფასებელია  შოთა წურწუმია, თემურ ელიავა და ჩემთვის უსაყვარლესი ნიკო გომელაური.  თუმცა, შოთა წურწუმია  ჩემთან უფრო ახლოსაა, მისი საოცარი მეგრული ლექსებით.

 

   -  როდის ხართ ხოლმე ბედნიერი და რა არის საჭირო ამ გრძნობისთვის?

     სულის სიმშვიდეა, როცა ლექსის წერას დაიწყებ და მას დასასრულისკენ  მიიყვან.  ხოლო ზოგადად ბედნიერება ის არი რაც გახარებს და გაძლიერებს. მყარი და ძლიერი ოჯახიმართა და გოგა ჩემი შვილები,  ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც ამ ქვეყნად მიმიღია. ამ ყველაფრისთვის მადლობა უფალს.
 

     P.S   გისურვებთ  წარმატებებს... 

              

 







 

                      

                                


          ლევანის ვიდეო ლინკები:
  
https://www.facebook.com/levani.chitanava.1/videos/vb.100003769624794/962857357183243/?type=3

   https://www.facebook.com/levani.chitanava.1/videos/vb.100003769624794/826923977443249/?type=3
     https://www.facebook.com/levani.chitanava.1/videos/vb.100003769624794/841215136014133/?type=3

    https://www.facebook.com/levani.chitanava.1/videos/vb.100003769624794/958635990938713/?type=3