ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ყურაშვილების ოჯახში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის სივრცით ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის განყოფილების მეორე კატეგორიის სპეციალისტის ჯაბა თოლორდავას ინიციატივით და კეთილი ადამიანების შემოწირულობებით სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.
მამით ობოლ და-ძმას ილო და მარი ყურაშვილებს, ბებია სვეტლანა ქარცხია ზრდის. მათი საარსებო წყარო, სახელმწიფოსგან მიღებული ობლობისა და სოციალური დახმარებაა.
ჯამბულ (ჯაბა) თოლორდავა დაიბადა ქ. ხობში 1987 წლის 23 აპრილს. დაამთავრა ხობის N1 საჯარო სკოლა და თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხით. ჰყავს მეუღლე - ლანა ბიგვავა.
- ჯაბა ხობის მუნიციპალიტეტში
ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია, როდის და რატომ გაგიჩნდათ სურვილი დახმარებოდით
ძველ ხიბულაში ყურაშვილების ოჯახს?
- ვმუშაობ ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, ინფრასტრუქტურის
ურბანული
განვითარებისა
და
არქიტექტურის
სამსახურში,
ამავდროულად
ვარ სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური
პროგრამების
უზრუნველყოფის
კომისიის
წევრი.
სამსახურიდან გამომდინარე, მერის პირველ მოადგილესთან, კომისიის თავმჯდომარესთან, ბატონ ვარაზ გაბედავასთან და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის,
ვეტერანთა,
ლტოლვილთა
და
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა
საქმეების
სამსახურის
უფროსთან, კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან, ქალბატონ შოლინა კანკიასთან ერთად მოვხვდი ძველი ხიბულის ადმინიატრაციულ ერთეულში, ყურაშვილების ოჯახში, სადაც ძალიან მძიმე პირობები
დაგვხვდა.
სახლში
შევედით
თუ
არა
თვალშისაცემი
იყო
კედელზე
გაკრული
ილოს
წარმატებების სიგელები და მედლები.
საკუთარი მეგობრების, თანამშრომლების, მერიის და თითეული
კეთილი
ადამიანების
დახმარებით
დავიწყე
მათთვის
სახლის
კედლების
ამოშენება,
რადგან
ხობის
მუნიციპალიტეტის
მერიაში
არსებული
სოციალური
პროგრამის
ფარგლებში,
მერიას
შეძლებოდა
ილო
და
მარის
სახლი
გადაეხურა.
თავიდანვე
ჩემს
წარმოთქმულ
ინიციატივაზე, ჩემთან მყოფი თანამშრომლების მხარდაჭერა ვიგრძენი, რამაც დიდი სტიმული მომცა.
- რა იყო თქვენ მიერ გადადგმული
პირველი ნაბიჯი?
- იმ დღესვე დავდე პოსტი სოციალურ
ქსელში მამით ობოლ, ამ უნიჭიერეს და უსაყვარლეს ბავშვებზე, რასაც მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება, პირველ რიგში ქალბატონ შოლინა კანკიასგან (საკუთარი ტელევიზორი მეორე დღესვე გამატანა მათთან) და მეწარმე, ბატონ ნუკრი ბერაიასგან, რომელმაც, სახლის ასაშენებელი სამშენებლო
ბლოკით
მოგვამარაგა.
ასევე გვერდით
დამიდგა ჩემი რამოდენიმე კურსელი,
მეგობარი, ნაცნობი და სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც დღემდე მეხმარებიან წამოწყებული საქმის ბოლომდე განხორციელებაში.
- როგორი იყო გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან?
- ვერც კი გადმოგცემთ იმ ემოციას, როცა ზარი არ წყდებოდა
ჩემს
ტელეფონზე
მადლიერი
ოჯახისგან,
მათი
ახლობლებისგან
და
მეზობლებისგან.
მადლობას
მიხდიდნენ
კეთილი
საქმის
წამოწყებისთვის
და
თანადგომისთვის.
- რას იტყვი, როგორი გრძნობაა
ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდო?
- თუ შეიძლება მოგვიყევით
იმ ადამიანებზე ვინც ბავშვების დახმარების სურვილი გამოთქვა?!
- ყველას ნამდვილად ვერ დავასახელებ, მაგრამ არ შემიძლია
უდიდესი
მადლობა
არ
გადავუხადო,
ბატონებს:
ნუკრი
ბერაიას,
ჯუმბერ
იზორიას,
სანდრო
ცქვიტაიას,
გიგა
ნასარაიას,
ნუკრი
წოწონავას,
ავთანდილ
მაჩიტიძეს,
კახა
ნადარაიას,
ფრიდონ
(ბახუ)
შონიას, ხვიჩა აშორტიას. ქალბატონებს:
ნინო
ვიბლიანს,
ნინო
ყალიჩავას,
ნანა,
ნინო
და
მარიამ
შველიძეებს,
ხობის
მუნიციპალიტეტის
მერიას,
საკრებულოს,
მაჟორიოტარ
დეპუტატს,
ძველი
ხიბულაში მერის წარმომადგენელს, ასევე ილოს ნათლიას,
თითოეულ ემიგრანტს, თბილისიდან და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულ
სტუმრებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც
ამ ობოლი ბავშვების გულს ახარებენ. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ამ ოჯახის მეზობლების წვლილი, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ სახლის მშენებლობაში, რათა პატარებს რაც შეიძლება მალე ჰქონდეთ საკუთარი
ჭერი.
უფალმა თითოეულ თქვენთაგანს იმის ძალა და განწყობა მოგცეთ, რომ მუდამ ვაკეთოთ სიკეთე. როცა ბედნიერ თვალებს, ერთმანეთის სიყვარულს
ხედავს
ადამიანი, ამაზე დიდი ბედნიერება
არ არსებობს, სხვა დანარჩენი
წარმავალია.
- რისი თქმა შეგიძლიათ ჩვენი მკითხველებისთვის?
პანდემიიდან გამოწვვეულმა მდგომარეობამ დაგვანახა
თუ
როგორი
წამიერია
ცხოვრება.
გისურვებთ
თითოეულ
მკითხველს
ჯანმრთელობას და წარმატებებს.