გილოცავთ ხარებას...
დღეს, ხარების დღესასწაულზე, ხობის ხარების დედათა მონასტერში ქადაგებისას, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) განსაკუთრებული ემოციით და მადლიერებით გაიხსენა მნიშვნელოვანი ეპიზოდი ხობის მონასტერზე:
„როცა პატრიარქს ვკითხე — ხობის ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და მონასტერს რა სახელი ეწოდოსო? უწმინდესმა მიპასუხა — ხარებისა იყოსო.“
ამგვარად, ჩვენს მონასტერს სახელწოდება ,,ხარების მონასტერი'' თავად უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უბოძა. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მადლი და სულიერი საჩუქარია.
დღეს კიდევ ერთხელ შევიგრძენით, რამდენად ძვირფასი და მადლმოსილია ეს კურთხევა ჩვენი მონასტრისა და თითოეული მლოცველისთვის.