12.04.2020

მადლობა ხობის მოხალისეთა ჯგუფს...


 
...თურმე როგორი ერთობა შეგვძლებია ხობელებს... 👌👍 ❤
...თურმე როგორი კეთილი ადამიანები  ცხოვრობენ  ჩემს ხობში... 👌👍❤
...დაუღალავი ახალგაზრდები, საუკეთესო მოხალისეები... 👌👍❤
...კეთილი და გულუხვი  ბიზნესმენები, მეწარმეები, ექიმები,  პედაგოგები, საჯარო მოხელეები, რიგითი ხობელები... 👌👍❤


• ხობის მუნიციპალიტეტში ქვეყანაში  შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა.  ერთ-ერთმა მოხალისემ ნინო სიჭინავამ  შექმნა ფეისბუქ ჯგუფი, სადაც აქტივობა  ხობელი ახალგაზრდების მხრიდან იყო ძალიან მაღალი...
ჯგუფის შექმნის დღიდან დღემდე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს:
სიჭინავა ნინომ
გოგენია გიორგიმ,
გოგენია კოტემ,
ჭითანავა ნანამ,
წულაია დიანამ,
ნარმანია ნუკრიმ,
ქებურია გიორგიმ,
სალაყაია ნათიამ,
ქავთარაძე ლევანიმ,
კიტია გიგამ,
ღვინჯილია თამთამ,
ბუკია პაატამ,
ხარბედია მერაბმა...

• ახალგაზრდების ჯგუფი შემოწირული ნობათით და  სპეციალურად  შექმნილ ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან  შეძენილი პროდუქტით სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებს, ობოლ ბავშვებს, შშს პირებს ეხმარებიან.

• საქველმოქმედო  აქციაში 100-მდე ადამიანია ჩართული, ამათგან  არიან როგორც რიგითი ხობელები ასევე კერძო კომპანიები, ბიზნესმენები, ინდ. მეწარმეები,  პედაგოგები, საჯარო მოხელეები.

• მოხალისეები მერიის მიერ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში აგროვებენ პროდუქტებს. კულტურის სახლის ფოიე  ყოველდღიურად მუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით. მოხალისეები  აქტიურად თანამშრომლობენ ხობის მუნიციპალიტეტის მერიასთან, გუბერნიასთან და ყველა სახელმწიფო სტრუქტურასთან.

• დღემდე ახალგაზრდები  500-მდე  ოჯახს დაეხმარნენ და როგორც თვითონ ამბობენ კიდევ ბევრ ოჯახს დაეხმარებიან კეთილი ადამიანების ხელშეწყობით.

• მოხალისეები ითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი  იძლევა, უსაფრთხოების დაცვით ეხმარებიან იმ ადამიანებს რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ.

...როგორც რიგითი ხობელი,  მადლობას ვუხდი მოხალისეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინმაც თუნდაც მცირე  წვლილი შეიტანა ამდენი ოჯახის დასახმარებლად... 🙏👏👌👍

...გულგრილად ვერავინ ჩაუვლის იმ კადრებს, სადაც მადლიერებას გამოხატავენ მოხუცები და გაბრწყინებული თვალებით ხელს გიქნევენ პატარები...🙌👨‍👩‍👧‍👦🙏

...ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ ჩემო  ხობელებო... მეამაყებით...გისურვებთ წარმატებებს... 👏 ❤

,,იცოდეთ გულიდან გასული სიკეთე,
ღმერთისგან ყოველთვის ორმაგად ბრუნდება''...💗