მასწავლებელი? დირექტორი? ექიმი? ლექტორი? ჟურნალისტი? პოლიციელი? მოსამართლე? პროკურორი? პოლიტიკოსი? მინისტრი? თუ პრეზიდენტი?...
ჩვენც ვაშავებდით და გვსჯიდნენ, მაგრამ სათანადოდ და ზომის ფარგლებში, (დამნაშავის დაუსჯელობას უარეს შედეგამდე მივყავართ და არც ამაზე თვალების დახუჭვაა სწორი)
ეს ამბავი არათუ
სკოლიდან, დირექტორის ოთახიდან არ გადიოდა და დამეთანხმებიან კლასელები, იმდენად აღმზრდელობით და მეგობრული საუბრებით ,,გვისრულებდნენ" ამ ყველაფერს, სინდისი გვაწუხებდა თითოეულს და ვგრძნობდით პასუხისმგებლობას...თუმც მალევე, ისევ ბავშვური სიცელქე მოგვერეოდა...🤗
არც ერთმანეთის დაბეზღებას გვასწავლიდნენ და არ გვამტერებდნენ ერთმანეთს...
ნუ მიწყენთ ნურავინ, მაგრამ ჩემი სკოლა ვფიქრობ დღესაც ერთერთი გამორჩეული სკოლაა...❤
ვინ მოკლა ლუკა სირაძე?
ლუკა სირაძე მოკლა უსიყვარულო, გულცივმა დამოკიდებულებამ სკოლის დირექციისა და პედაგოგების მხრიდან...
ლუკა მოკლა პოლიციის არა აღმზრდელობითმა, არამედ თავსგასულმა, აგრესიულმა მოქმედებამ...
ლუკა მოკლა უგულო საზოგადოებამ, რომლისთვისაც სულერთია მოზარდის განცდები, ტკივილები, ემოციები...
ლუკა მოვკალით ჩვენ, ყველამ!
ნუ დავიწყებთ ახლა ხელის გაშვერას ერთმანეთისკენ! უბრალოდ ყველამ ერთად ვიგლოვოთ 15 წლის ბიჭი, რომელიც უსიყვარულობის და აგრესიის მსხვერპლი გახდა...
პოლიტიკური პარტიები ნუ მანიპულირებთ ლუკას სიკვდილით და ყველაფრის სათავისოდ მორგებას ნუ ცდილობთ...
ეს ბავშვი ყველას ტკივილია და ბილწ სიტყვაობაში კი არა, სიყვარულში შევეჯიბროთ ერთმანეთს, რათა მსგავსი ფაქტები ავიცილოთ მომავალში...
პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, კარგზე კარგი ვთქვათ, ცუდზე ჩუმად მივუთითოთ ერთმანეთს და ვიღაცეებთან ,,ქულების'' დასაწერად ნუ ილანძღებით?!... ეს არავის აამაღლებს!!!😊
დავრჩეთ ადამიანებად, სანამ ვართ ამ წუთისოფელში''... ❤❤❤