გილოცავთ ხარებას...
დღეს, ხარების დღესასწაულზე, ხობის ხარების დედათა მონასტერში ქადაგებისას, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) განსაკუთრებული ემოციით და მადლიერებით გაიხსენა მნიშვნელოვანი ეპიზოდი ხობის მონასტერზე:
გილოცავთ ხარებას...
დღეს, ხარების დღესასწაულზე, ხობის ხარების დედათა მონასტერში ქადაგებისას, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) განსაკუთრებული ემოციით და მადლიერებით გაიხსენა მნიშვნელოვანი ეპიზოდი ხობის მონასტერზე:
იმ დილით სამსახურში მხოლოდ ერთი თხოვნით შევედი — ჩემი დაიკოს დაბადების
დღეზე დასწრება მინდოდა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მოვლენები სრულიად სხვა მიმართულებით
განვითარდებოდა. იმავე დღეს მითხრეს, რომ სტუმრად მიდიოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან
და შემომთავაზეს, მათთან ერთად წავსულიყავი.
პატრიარქის ახლოდან ნახვა
ხომ ბევრისთვის მიუწვდომელი სურვილია. დავთანხმდი იმ იმედით, რომ იქნებ შორიდან მაინც
მომეხერხებინა მისი ხილვა. ხობიდან თბილისისკენ მიმავალ გზას უცნაური მოლოდინი ახლდა.
უკვე ვგრძნობდი, რომ ეს დღე ჩვეულებრივი აღარ იქნებოდა.
საპატრიარქოში მისვლისას ეს განცდა კიდევ უფრო გამიძლიერდა. ჩვენთან ერთად იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ფოთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. საჩუქრად მიგვყავდა სოფელ ქვალონის რწმუნებულის, აწ გარდაცვლილი გია გვაძაბიას მიერ ტყეში დაჭერილი ორი შვლის ნუკრი, რომლებიც პატრიარქს ხობის დედათა მონასტერში სტუმრობისას მოეწონა. ფოთელებმა კი ულამაზესი ფარშევანგები მოუყვანეს. ყველაფერი თითქოს სიმბოლურადაც განსაკუთრებული და ლამაზი იყო.
ადგილზე მისულებს ფოთისა
და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დაგვხვდა. მოულოდნელი წამოსვლის გამო შარვლები
მეცვა და მანქანიდან გადმოსვლასაც კი ვერ ვბედავდი. როცა მიზეზი აუხსნეს, მეუფემ მშვიდად
მითხრა: „პატრიარქთან მოხვედრას ადამიანები თვეებითა და წლებით ელოდებიან — ჩამოდი,
გაძლევ კურთხევას“.
პატრიარქის რეზიდენციის ეზოში შესვლისას სიხარულისგან ვკანკალებდი.
პატრიარქმა დაგვლოცა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მომენტი, როცა შვლის ნუკრები თითქოს
ნასწავლივით მიუახლოვდნენ მას — წყალი დაალევინა, მათ ადამიანებივით ესაუბრებოდა, და
ისინიც მშვიდად უსრულებდნენ თხოვნას. შემდეგ კი კვლავ თავისუფლებას დაუბრუნდნენ და
ეზოში გაიქცნენ. გარემო საოცარი სიმშვიდით იყო სავსე.
მოგვიანებით პატრიარქმა რეზიდენციაში მიგვიწვია. გამწვანებული ეზო,
ყვავილები, ხატებით სავსე კედლები — ყველაფერი მიწიერ და ზეციურ სილამაზეს აერთიანებდა.
მესამე სართულზე, მის სამუშაო ოთახში ავედით. სიჩუმე სუფევდა. მეც კუთხეში პატარა პუფზე
მოკრძალებით დავჯექი. მოულოდნელად პატრიარქმა მზერა ჩემზე შეაჩერა და მკითხა: — შენ
ხომ პიანინოზე უკრავ? იმ წამს დაბნეულობა დამეუფლა — უარი როგორ მეთქვა, მაგრამ რა
უნდა დამეკრა? სანამ პასუხის პოვნას მოვასწრებდი, უკვე გაისმა: „კი, უკრავსო“. მეუფემ
ელექტრო პიანინო ჩამირთო. ძალიან ვნერვიულობდი, ადგილს ვერ ვპოულობდი. თითქოს ჩემი
ფიქრი გაეგონა — „რამე მეგრული გვიმღერეო“. დავუკარი და ვიმღერე, თუმცა დღემდე ვერ
ვიხსენებ, რა სიმღერა იყო — იმდენად ვღელავდი. ჩემთვის ეს იყო უდიდესი პატივი და ბედნიერება
— უწმინდესთან შეხვედრა. სიმღერის დასრულების შემდეგ მისი ნათელი ღიმილი დღემდე თვალწინ
მიდგას. „შენ ისე მღერი, რომ როიალზე უკეთესადაც იმღერებო“ — მითხრა და გამამხნევა.
...შემდეგ სინოდის სხდომათა დარბაზში გადავინაცვლეთ.
კედელზე ღვთისმშობლის ფრესკას შევხედე და გულში ჩუმად ვთხოვე: „ღვთისმშობელო, რომელიმე
სიმღერა გამახსენე…“ და გამახსენდა — „ვედრება“. როიალთან დავჯექი. ხელები მიკანკალებდა,
მაგრამ პირველი აკორდის შემდეგ შიში გაქრა. ვმღეროდი და მეგონა, თითქოს დრო გაჩერდა.
სიმღერის დასრულებისას სიჩუმე ტაშის ხმამ შეცვალა. მათ შორის იყო პატრიარქი — ღიმილით,
თვალებში სხივით, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. „ყოჩაღო“ — მითხრა, მომიხმო, ჩამიხუტა,
დამლოცა და გული გამითბო. ცრემლები თავისთავად წამომივიდა — ეს იყო მადლიერების, პატივისცემისა
და სიყვარულის ცრემლები.
იმ დღეს მივხვდი, რომ ბედნიერება ხშირად დაუგეგმავად მოდის — მშვიდად,
მოულოდნელად და სამუდამოდ რჩება გულში. 2013 წლის 26 მაისი ჩემთვის სწორედ ასეთი დღეა
— დღე, რომელმაც დრო გააჩერა.
დღეს კი ეს მოგონება განსაკუთრებულ
ტკივილსაც იტევს… აღარ გვყავს მთელი საქართველოს იმედი და საყრდენი — სიბრძნის, სიკეთისა
და ღვთიური მადლის მატარებელი ჩვენი პატრიარქი. გვაპატიე, ჩვენო უწმინდესო, რომ ვერ
გაგიფრთხილდით. გვაპატიეთ, რომ სიყვარულის ნაცვლად გულისტკენა დაგიბრუნეთ. გვაპატიეთ,
რომ ვერ შევძელით თქვენი სიდიადის სწორად დაფასება. ღმერთთან ამაღლდით, ჩვენო პატრიარქო…
სამკაულის დიზაინის
მოფიქრებას საკმაოდ დიდი წარმოსახვა და მრავალი დეტალის აღქმა სჭირდება. ამიტომაც
ხელოვანი, რომელიც მას ქმნის, განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევა. ამ
სტატიაში გაგაცნობთ ხობელ გოგონას, დიზაინერს,
რომელიც გამორჩეული ვიზუალის მქონე სამკაულებს ქმნის.
ლიზა იოსავა დაიბადა 2007 წლის 16 ნოემბერს. ცხოვრობს ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში და სწავლობს ქ.ხობის N2 საჯარო სკოლაში.
- ლიზი, როდის და რამ გაგიჩინა სურვილი დაგეწყო ხელთნაკეთი სამკაულების შექმნა?
ჩემი ინტერესი სამკაულებისადმი, განსაკუთრებით კი გვირგვინებისადმი,დაიწყო მაშინ, როდესაც ბრიტანეთის სამეფო კოლექციას ვათვალიერებდი ინტერნეტ სივრცეში. ერთ დღესაც კი, მათი ნახვით ძლიერ მოხიბლულს, გამიჩნდა სურვილი, რომ თავადვე დამემზადებინა მათი ინსპირაციით სამკაულები.
ძალიან მიხაროდა, როდესაც ვხედავდი თუ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ სახეს იღებდა ჩემი პირველი ხელთნაკეთი გვირგვინი. მისმა სილამაზემ და დედოფლურობამ, მომიწოდა და მომცა სტიმული, რომ დამემზადებინა სხვა სტილის აქსესუარებიც. ეს წამოწყება, რომელიც თავდაპირველად, უბრალოდ პირად ინტერესს წარმოადგენდა, საბოლოოდ ძალიან დიდ და საინტერესო სამუშაოში გადაიზარდა.
აქსესუარებზე მუშაობისას ვხმარობ დრეკად, უჟანგავ მეტალს, რომელიც მაძლევს საშუალებას, მივცე სასურველი ფორმები. მათ გასაფორმებლად და ზოგადად, გვირგვინების შესაქმნელად ვხმარობ ფერად კრისტალებს და უცხო ფორმის თვლებს. ვიყენებ ასევე სხვადასხვა ფორმის ,,აკრილის" ყვავილებს. ამ ყველაფრის საშუალებით კი ვქმნი მრავალფეროვანი სტილის აქსესუარებს. ამიტომაც თითოეული მათგანი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან და მორგებულია მომხმარებლის ინტერესზე.
- რა სამკაული შექმენი პირველად და ვისთვის?
სამკაული, რომელიც პირველად დავამზადე და რომელმაც დამანახა ჩემი შესაძლებლობები, იყო სადედოფლო სტილის გვირგვინი, რომელზეც ძალიან დიდხანს, დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობდი. ეს გვირგვინი შევქმენი საკუთარი თავისთვის, რომელიც დღემდე მაქვს.
თითოეული ხელით შექმნილი ელემენტით ვხვდებოდი, თუ რამდენად რთული, მაგრამ ამავდროულად რამდენად სასიამოვნო სამუშაო პროცესი იყო. ამით კი უფრო მეტად დავაფასე სხვა მეწარმეების შრომა, რომლებიც მთელ დროს სწორედ ხელთ ნაკეთობებს უთმობენ.
- რამდენი სახის სამკაული გაქვს შექმნილი?
მაქვს სხვადასხვა სახის სამკაულები შექმნილი. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში დავამზადე მკლავის აქსესუარები. მათგან კი ყველაზე მეტად გამოვარჩევ დედისთვის შექმნილ მკლავის აქსესუარს, რომელიც მისი საყვარელი ყვავილების ინსპირაციით დავამზადე. გარდა ამისა, ვამზადებ შუბლის, ელფის სტილის გვირგვინებს, ბეჭდებს, სადედოფლო დიადემებსა და თმის სარჭებს. ბოლო დროს კი დავიწყე მარგალიტებით ჩანთების დამზადებაც.
- შენს ნამუშევრებს ეტყობა რომ შექმნილია დიდი მონდომებით, რა გრძნობა გეუფლება როცა მათ ქმნი?
ნამდვილად, თავს ყველაზე მშვიდად და ენერგიულად მაშინ
ვგრძნობ, როდესაც სამკაულებზე ვმუშაობ, რადგანაც ვიცი მათი დამზადება სწორ განწყობას,
დიდ დროსა და მუზას მოითხოვს.
აქსესუარის ყველა დეტალს სჭირდება სწორად
გაზომვა, სწორი გათვლა და მასალების ცნობა. სანამ უშუალოდ დავიწყებდე მუშაობას, ვაკეთებ
მონახაზს, რომელსაც სათანადოდ მივყვები. ამ დროს კი ვრთავ საყვარელ მუსიკებს და ვიქმნი
სასურველ და სასიამოვნო გარემოს. ეს ყველაფერი დიდ შრომას და დროს მოითხოვს, მაგრამ მიუხედავად დაღლილი
ხელებისა და მრავალი მცდელობისა, მივიღო საუკეთესო პროდუქტი, ყოველთვის სრულდება სასურველი
შედეგით. ყოველი შეცდომით კი ვსწავლობ ახალ ხრიკს და დამზადების ტექნიკას.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
ვინაიდან ახალი წელი ახლოვდება, ვფიქრობ, რომ მომხმარებელს საახალწლო კოლექცია შევთავაზო. სამომავლოდ კი მაქვს იმედი, რომ ჩემს ირგვლივ უფრო დიდ აუდიტორია შეიკრიბება და რომ უფრო მეტ ადამიანს გავაცნობ ჩემს თავს, ჩემი ხელნაკეთი აქსესუარებით.
- გაქვს სპეციალურად შექმნილი სოციალური გვერდი, რომელია ეს გვერდი რომ
ვუთხრათ დაინტერესებულ პირებს და როგორ შეიძლება დაგიკავშირდნენ?
მაქვს შექმნილი სპეციალური გვერდი, სახელად “Macacco Accessories” (მაცაცოს აქსესუარები). ეს სახელი კი შევარჩიე დიდი ბაბუის საპატივცემლოდ, რომელიც ბავშვობაში ზედმეტსახელად მაცაცოს მეძახდა ჩემი გვერდებია: Instagram- macacco.accessories TikTok- macacco.accessories Facebook- Macaco Handmade
P.S წარმატებები ნიჭიერ ხელოვანს...
✅ ინტერვიუს ნიჭიერ ხობელთან... ხატმწერი გიორგი (გოგა) ნაჭყებია დაიბადა 1990 წლის 9 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში. არის დასაოჯახებელი.
გთავაზობთ ინტერვიუს
ახალგაზრდა
წარმატებულ
ექიმთან,
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ივანე (ვანო) ჯავახიშვილთან.
ივანე ჯავახიშვილმა
2006 წელს
დაამთავრა
ხობის N1 საშუალო
სკოლა, 2012 წ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სწავლა განაგრძო ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
სამაგისტრო
პროგრამა
მიკრობიოლოგია-ვირუსოლოგია-ბიოტექნოლოგიის
მიმართულებით,
რომელიც
2015 წელს
დაასრულა.
2015-2019 წელებში გაიარა სარეზიდენტო პროგრამა რეანიმაცია-ანესთეზიის მიმართულებით. ამჯამად მცხეთის სამედიცინო ცენტრში, რეანიმაცია-ანესთეზიის დეპარტამენტს ხელმნძღვანელობს.
ივანე ექიმი 31 წლისაა, დასაოჯახებელი. ცხოვრობს თბილისში.