14.12.2020

ინტერვიუ ახალგაზრდა წარმატებულ ექიმთან ივანე (ვანო) ჯავახიშვილთან

  

           

 გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა წარმატებულ ექიმთან, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ  ივანე (ვანო) ჯავახიშვილთან

   ივანე ჯავახიშვილმა 2006 წელს დაამთავრა ხობის N1 საშუალო სკოლა, 2012  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.  სწავლა განაგრძო  .ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა მიკრობიოლოგია-ვირუსოლოგია-ბიოტექნოლოგიის მიმართულებით, რომელიც 2015 წელს დაასრულა. 2015-2019 წელებში  გაიარა  სარეზიდენტო პროგრამა  რეანიმაცია-ანესთეზიის მიმართულებით. ამჯამად მცხეთის სამედიცინო ცენტრში, რეანიმაცია-ანესთეზიის დეპარტამენტს ხელმნძღვანელობს.

   ივანე  ექიმი 31 წლისაა,  დასაოჯახებელი. ცხოვრობს თბილისში.  

27.08.2020

ინტერვიუ ხობელ, ახალგაზრდა მეზღვაურთან...


                  




   მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროფესია შრომას და სიყვარულს საჭიროებსმეზღვაურობა, განსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

    არა აქვს მნიშვნელობა, თქვენ კაპიტანი ხართ, მექანიკოსი თუ მოტორისტი, გემზე ყველა საქმე და გადაწყვეტილება ერთნაირად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

   მინდა გაგაცნოთ ხობელი ახალგაზრდა მეზღვაური, რომელიც თვეობით გემზეა. 29 წლის გიორგი ბუკია  ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიბადა, დაამთავრა პირველი მაისის საჯარო სკოლა. სწავლა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში  გემთწამყვანობის ფაკულტეტზე  განაგრძო. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობს გემზე, მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში და მიწაზე უფრო ნაკლებ დროს ატარებს, ვიდრე ზღვაში.

 

-         მოგესალმებით გიორგი, რატომ აირჩიე მეზღვაურის პროფესია? რა მოგწონდა მასში?

    მოგესალმებით,  მომწონს მოგზაურობა მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნების ღირშესანიშნაობების დათვალიერება, კულინარია, ტრადიცია.  მხიბლავდა უკიდეგანო ოკეანეში ცურვა,  ჩემი პროფესია კი მაძლევს ამის საშუალებას. სევე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, მოგეხსენებათ, რომ ჩემი პროფესია მაღალანაზღაურებადია.



 -  გაიხსენე პირველი გასვლა ზღვაში, როგორი შეგრძნებაა, როგორ მიგიღო ზღვამ?

    პირველი  ზღვაში გასვლა გამიჭირდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პორტიდან გამოვედით და რამოდენიმე დღე ხმელეთი არ გვინახავს. საოცარი შეგრძნებაა, თითქოს ფეხი გემზე ხელახლა ავიდგი.    თავიდან, რა თქმა უნდა, ძნელი იყო,  რადგან მენატრებოდა მშობლები, ძმა, მეგობრები და ახლობლები.

    საბედნიეროდ მალე შევეჩვიე, რადგან ეს პროფესია ჩემს სულში ზის და მომწონს. ( როგორც იცით, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მუშაობენ გემზე, მაგრამ ეგ პროფესია თუ არ მოგწონს და ვერ ჩასწვდები მის აზრს, მაშინ რთულია, რადგან ფსიქოლოგიურად ვერ გაძლებ ზღვაში. ამით განსხვავდება სამუშაო ზღვასა და ხმელეთს შორის.

 

  -  როგორია მეზღვაურის ყოველდღიურობა?

   ...როგორც ოჯახში ერთად ვხვდებით მზის ჩასვლა-ამოსვლას, თვეების განმავლობაში განაგრძობ ყოველდღიურ ცხოვრებას ეკიპაჟის წევრებთან ერთად, რთულია სხვა ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, გარდა მსგავსად ოჯახისა.

 

-          რა არის შენი მოტივაცია ზღვაში და ხმელეთზე?

    როგორც დასაწყისში აღვნიშნე, სიყვარული პროფესიის მიმართ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება.

-          შენი პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე რას გვეტყოდი? რა სირთულეებთან არის დაკავშირებული?

   დადებითი ის არის, რომ ეცნობი და უფასოდ მოგზაურობ უამრავ ქვეყანაში, (ნამყოფი ვარ 40-მდე ქვეყანაში და 60-მდე ქალაქში)  კარგი ანაზღაურება და უამრავ საინტერესო ადამიანთან შეხვედრა.

    ყველა პროფესიას ახლავს სირთულემით უმეტეს მეზღვაურობას, უარყოფითი მხარე ის აქვს, რომ ოჯახს, ახლობლებს, მოწყვეტილი ხარ თვეობით შტორმი, ნისლი, ჩაკეტილი სივრცე, გემის მწყობრიდან გამოსვლა შუა ზღვაში და . .

-          აქვს თუ არა მეზღვაურს შეცდომის დაშვების უფლება?

  მეზღვაურს არა აქვს შეცდომის დაშვების უფლება, ეს შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. გემზე თითოეულ ეკიპაჟის წევრს ერთმანეთის იმედი აქვს.

-          როგორ და რამდენი ხნით გიწევს ზღვაში გასვლა?

   ზღვაში ყოფნა მინიმუმ 6 თვით მიწევსგემზე იმდენი საქმეა, ხანდახან თვე ისე მალე გადის,  ვერც ვიგებთ.

-          არ გიჭირს დიდი ხნით ზღვაში ყოფნა?

   უკვე არ მიჭირს, რადგან ზღვამ შეჩვევა იცის, შესაბამისად მეც შევეჩვიე... როცა ზღვაში ხარ, ემოციები გვერდით უნდა გადადო და ცივი გონებით უნდა იმოქმედო.

-         გაიხსენე საინტერესო ისტორია, რომელიც გემზე ცხოვრებისას გადაგხდა...

   საინტერესოს ვერ დავარქმევ, მაგრამ დაუვიწყარი რამ, რაც გემზე გადამხდა, გემი ჩაიძირა ჩემი გემზე ყოფნის დროს. ღმერთს მადლობა, ყველანი უვნებელი გადავრჩით

  -  რა გენატრება ყველაზე მეტად ზღვაში ყოფნისას?

  ოჯახის წევრები, ჩემი კუთხე (ხობი), სადაც დავიბადე და გავიზარდე... როცა ჩამოვდივარ,  ვცდილობ დიდი დრო ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარო და ამით მათი მონატრება ავინაზღაურო.

   - როგორია მშობლების დამოკიდებულება შენი პროფესიის მიმართ?

 - არც ისეთი სახარბიელოა მშობლებისთვის, რადგან ოჯახისგან შორს ხარ და იციან რომ, დიდ რისკს მოიცავს ჩემი პროფესია.

  -  რა როლი ითამაშა თქვენმა პროფესია მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე?

  - რათქმაუნდა დიდი როლი ითამაშა ჩემმა პროფესიამ ჩემს მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე, სხვა თვალით დამანახა ხმელეთის ცხოვრებასაზოგადოებისთვის სასარგებლო ელემენტის პოვნა ყველა პროფესიის წარმომადგენელში შეიძლება

   -  რა არის შენი მიზანი? ოცნება?

 -  მსურს გავხდე გემის კაპიტანი... )

 - რას ურჩევდით ახალგაზრდებს ვისაც სურს მეზღვაურის პროფესიას დაეუფლონ?

  -  სანამ საზღვაო პრაქტიკას დაეუფლებიან, კარგად შეისწავლონ თეორიული ნაწილი. ღმერთმა ყველა დაიფაროს უბედური შემთხვევისგან, მაგრამ ზღვაში ეს ყოველ წუთს მოსალოდნელია და მზად უნდა იყვნენ. ძირფესვიანი ცოდნით ადვილად შეძლებენ კრიტიკულ სიტუაციაში (გემის ჩაძირვა, აფეთქება, შეჯახება და . ), სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას, რადგან გადაარჩინონ პირველ რიგში ეკიპაჟის წევრები და შემდეგ შეძლებისდაგვარად გემიც.

   - ვიცი რომ ხობზე და ხობელებზე ძალიან ხარ შეყვარებული, რას ეტყოდი მკითხველს?

   - ხობი და ხობელები ძალიან მიყვარს, ვუსურვებ ყველას  ჯანმრთელობას და დასახული მიზნების ასრულებას... საქართველოს ვუსურვებ სიმშვიდეს, მინდა, ხალხმა ამოისუნთქოს, შინაგანი სიმშვიდე მოგვეპოვებინოს და  ყოველმა ჩვენგანმა გაითავისოს, რომ ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია და ერთგულებაა.

    ...მართალია ადვილი არაა, მაგრამ არაფერია შეუძლებელი. მთავარია მონდომება და შრომა დასახული მიზნის მისაღწევად...